შეხვედრის ანგარიში მასპინძლებმა დებიუტშივე, მე-11 წუთზე გახსნეს — თავი ტადიჩმა გამოიჩინა. ტაიმის მიწურულს, 42-ე წუთზე ჯეკომ აიღო მეტოქის კარი, ხოლო 57-ე წუთზე ენ ნესირიმ საბოლოო ანგარიში, 3-0 დააფიქსირა.
ევროპა ლიგა, ადრეული მატჩების შედეგები:
საინტერესო მატჩი გაიმართა კონფერენეს ლიგის პლეი-ოფშიც, სადაც სლოვენიაში ერთმანეთს ცელიე და აპოელი დაუპირისპირდნენ — შეხვედრა ფრედ, 2-2 დასრულდა.Early games ✅
— UEFA Europa League (@EuropaLeague) February 13, 2025
Most impressive performance? #UEL pic.twitter.com/JkBMhq7c19
აღნიშნულ დაპირისპირებაში აპოელის შემადგენლობაში ლაშა დვალმა მიიღო მონაწილეობა, თუმცა, წითელი ბარათის გამო მოედანი 73-ე წუთზე დატოვა. ქართველმა ცენტრალურმა მცველმა 57-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო, ხოლო 16 წუთში მსაჯმა მეორედ გააფრთხილა და მოედნიდან გააძევა.
კონფერენს ლიგა, ადრეული მატჩების შედეგები:
ევროპა და კონფერენს ლიგის პლეი-ოფის განმეორებითი მატჩები ზუსტად 1 კვირაში გაიმართება და ყველა 1/8 ფინალისტის ვინაობა გაირკვევა.The results in the early fixtures ⏰
— UEFA Conference League (@Conf_League) February 13, 2025
Who impressed you most? 👀#UECL









