მანჩესტერ იუნაიტედის ყოფილმა მცველმა, რიო ფერდინანდმა გააკრიტიკა პარის სენ-ჟერმენის მეკარე, ჯანლუიჯი დონარუმა, რომელმაც ბარსელონასთან მატჩში 3 ბურთი გაუშვა. შეგახსენებთ, რომ პსჟ-სა და კატალონიელების პირველი 1/4 ფინალური დაპირისპირება ჩემპიონთა ლიგაზე ანგარიშით 2:3 დასრულდა.
"დონარუმა თავისი საუკეთესო ფორმისგან შორს იყო. მან ბარსელონასთან შეხვედრაში ფიასკო განიცადა. ის თამაშობს ძალიან მოუხერხებლად და არასტანდარტულად, ისე თითქოს მისი სიმაღლე არის არა 196 სმ, არამედ 175. ჯიჯი საკუთარ თავს არ ჰგავდა", - განაცხადა ინგლისელმა ექს-უკანახაზელმა.
შეგახსენებთ, რომ იტალიელი მეკარე პარიზში თამაშობს 2021 წლიდან და ამ დროის მანძილზე მან მოასწრო 108 შეხვედრის ჩატარება, რომელშიც 107 ბურთი გაუშვა. აქვე დავამატებთ, "ლურჯ-წითლების" კარის დარაჯის მოქმედი ხელშეკრულება 2026 წლამდე არის გათვლილი.











