ლონდონის არსენალის ყოფილმა კაპიტანმა, სესკ ფაბრეგასმა ფეხბურთის ისტორიაში ოთხი საუკეთესო მწვრთნელი დაასახელა. ვეტერანი ესპანელი ფლეიმეიქერის არჩევანი ასეთია: იოჰან კრუიფი, არსენ ვენგერი, კარლო ანჩელოტი და პეპ გუარდიოლა.
"საუკეთესო მწვრთნელები? დავასახელებ კრუიფს - მან ბარსელონა შეცვალა. არ შემიძლია ვენგერის გამოტოვებაც, რომელმაც ბევრი რამ მისცა ინგლისურ ფეხბურთსა და ზოგადად ახალგაზრდა მოთამაშეებს. აუცილებლად უნდა ვთქვა ანჩელოტი, რომელმაც უბრალოდ საოცარ შედეგებს მიაღწია.
კიდევ ერთი დავასახელო? რა თქმა უნდა, გუარდიოლა. თანამედროვე ფეხბურთში გარდატეხა სწორედ მან მოახდინა. დანერგა უამრავი სიახლე, თუნდაც ცრუ 9-იანის გამოყენება. დიახ, ამ მხრიკს იყენებდნენ წარსულშიც, მაგრამ პეპმა ეს ყველაფერო სრულყოფილებამდე მიიყვანა."









