ზაუბერის, რედ ბულის, ფერარისა და ასტონ მარტინის ყოფილმა მრბოლელმა, სებასტიან ფეტელმა ფორმულა 1-ში შესაძლო დაბრუნებაზე პირველი კომენტარი გააკეთა.
4-გზის მსოფლიო ჩემპიონმა აქტიური სპორტული კარიერა 2022 წელს დაასრულა და მას შემდეგ, მედიაში არაერთხელ გავრცელდა ინფორმაცია მისი დაბრუნების შესახებ.
"ჩემთვის ძალიან რთული იყო ფორმულა 1-დან წასვლის გადაწყვეტილების მიღება და დღესაც ვერ შევეგუე ბოლომდე, თუმცა, ჩემი ახალი ცხოვრებით კმაყოფილი ვარ და ამ ეტაპზე დაბრუნებაზე არ ვფიქრობ" - განაცხადა გერმანელმა მრბოლელმა.
შეგახსენებთ, რომ სებასტიან ფეტელის კარიერა ფორმულა 1-ში 2007 წელს BMW ზაუბერში დაიწყო, ხოლო იმავე წელს ტორო როსოში გადავიდა, სადაც კიდევ ერთი წელი დარჩა. 2009-14 წლეში გერმანელი პილოტი რედ ბულის ღირსებას იცავდა, სადაც 4-ჯერ გახდა მსოფლიო ჩემპიონი. 2015 წელს კი ფერარიში გადავიდა, სადაც 2020 წლამდე ასპარეზობდა, ხოლო კარიერა 2022 წელს ასტონ მარტინში დაასრულა.
ფეტელმა ფორმულა 1-ში შესაძლო დაბრუნებაზე პირველი კომენტარი გააკეთა











