ჩეხეთის დედაქალაქი პრაღა მსოფლიოს ჩემპიონატს მასპინძლობს ფიგურულ ციგურაობაში. შჯიბრებაზე ლუკა ბერულავასა და ანასტასია მეტელკინას სპორტულმა წყვილმა მოკლე პროგრამაში იასპარეზა, მსაჯებისგან 79,45 ქულა დაიმსახურეს და მეორე დაგილი დაიკავეს, ამასთანავე მცირე ვერცხლის მედალი მოიპოვეს. წყვილმა საქართველოდან კარიერის საუკეთესო შედეგი დააფიქსირა.
ბერულავა და მეტელკინა ჩემპიონობისთვის ბრძოლას დღეს გააგრძელებენ, შეჯიბრება დღეს თავისუფალ პროგრამაში გაიმართება.
ასევე მაყურებლის წინაშე წარდგა ფიგურული მოციგურავე ანასტასია გუბანოვა, რომელმაც მსაჯებისგან 69,92 ქულა დაიმსახურა და მოკლედ პროგრამაში ასპარეზობა მეექვსე ადგილზე დაასრულა.









