ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ფიგურული ციგურაობის გუნდურ ტურნირზე, დიანა დევისისა და გლებ სმოლკინის წყვილმა რიტმულ ცეკვაში იასპარეზა. წყვილმა საქართველოდან 78,97 ქულა დაიმსახურა, რითაც საქართველოს ნაკრებს ამ დროისთვის 5 ქულა აქვს და მე-6 ადგილს იკავებს.
დღეს გუნდურ შეჯიბრებაში მოკლე პროგრამით ლუკა ბერულავასა და ანასტასია მეტელკინას სპორტული წყვილი და ანასტასია გუბანოვა იასპარეზებენ.
მილან-კორტინის ზამთრის XXV ოლიმპიური თამაშები 22 თებერვალს დასრულდება. ოლიმპიურ თამაშებზე საქართველო სპორტის ორ სახეობაში - ფიგურულ ციგურაობასა და სამთო-სათხილამურო სპორტში - რვა სპორტსმენითაა წარმოდგენილი.









