ესპანეთის სუპერ თასის ნახევარფინალში გაიმართა მადრიდული დერბი, რომელშიც რეალმა ატლეტიკო ანგარიშით 2:1 დაამარცხა. გოლები "სამეფო კლუბის" მხრიდან გაიტანეს ფედერიკო ვალვერდემ და როდრიგო გოესმა, "როხიბლანკოსიდან" კი ალექსანდერ სორლოთმა.
"ბლანკოსი" გადის ესპანეთის სუპერ თასის ფინალში, სადაც დაუპირისპირდება ბარსელონას, რომელმაც თავის მხრივ ბილბაოს ატლეტიკს მოუგო. ბერნაბეუს ბინადრებისა და კატალონიელების დუელი შედგება კვირას, 11 იანვარს.
ატლეტიკო 1:2 რეალი
გოლები: 0:1 ფედერიკო ვალვერდე 2', 0:2 როდრიგო გოესი 55', 1:2 ალექსანდერ სორლოთი 58'.









