"ლომებს" გადაუხდელი ვალები დაუგროვდათ რამდენიმე კომპონენტში - ბაზის დაცვა, ტექნიკური მომსახურება, კვება და სხვა. კლუბის დავალიანება საერთო ჯამში, დაახლოებით 40 მილიონს შეადგენს. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ლოთარინგიელებმა ლუმიერის ბინადრებს ქართველი ფორვარდის ტრანსფერში თანხის გადაუხდელობის გამო, სასამართლოშიც უჩივლეს.
ლიონის ხელმძღვანელობის განცხადებით, კლუბი ეძებს ახალ ინვესტორებს და ფინანსური დავალიანების დაფარვას დრო სჭირდება. აქვე დავამატებთ იმასაც, რომ ოლიმპიკის პრობლემები საფეხბურთო მოედანზეც ვრცელდება: ლიგა 1-ში ჩატარებული 6 ტურის შემდეგ, ეს გუნდი 7 ქულით მე-11 პოზიციაზე არის. რონელთა ჩამორჩენა პარის სენ-ჟერმენსა და მონაკოსთან უკვე 9 ქულას შეადგენს.











