როგორც კლუბთან დაახლოებული წყაროები წერენ, ბოვეს ეპილეფსიური შეტევა ჰქონდა, რა დროსაც ახალგაზრდა ფეხბურთელს გული გაუჩერდა. გამოკვლევებმა აჩვენა, რომ გონების დაკარგვა გულის პრობლემებთან დაკავშირებული არ ყოფილა.
ბოლო ინფორმაციით, ფეხბურთელი გონს კლინიკაში გადაყვანის დროს მოეგო და ახლა დამოუკიდებლად სუნთქავს. ფიორენტინა-ინტერის მატჩი დღეს აღარ განახლდება.










