იტალიური კლუბი პირველ მატჩში გამარჯვების (3-2) შემდეგ ბრიუგეს ესტუმრა და უპირატესობა შეინარჩუნა. ბელგიაში გამართული შეხვედრა ფრედ, 1-1 დასრულდა და ორი მატჩის ჯამში ფინალში ფიორენტინა გავიდა.
დღევანდელ დაპირისპირებაში ანგარიში პირველ ტაიმში მასპინძლებმა გახსნეს - მე-20 წუთზე თავი ვანაკენმა გამოიჩინა. 85-ე წუთზე ანგარიში თერთმეტმეტრიანი დარტყმით ბელტრანმა გაათანაბრა და ფიორენტინას ფინალის საგზური მოუპოვა.
კონფერენს ლიგის მეორე ფინალისტის ვინაობა ხვალ, 9 მაისს ოლიმპიაკოსსა და ასტონ ვილას შორის გაირკვევა. გუნდების პირველი დაპირისპირება ბერძნების გამარჯვებით, 4-2 დასრულდა.









