ფიორენტინას მხრიდან თავი იასინ ადლიმ და ალბერტ გუდმუნდსონმა გამოიჩინეს, ხოლო მილანიდან კრისტიან პულისიკმა მორიგი გოლის გატანა მოახერხა. გატანილი გოლების გარდა, მაყურებელმა სამი გაფუჭებული პენალტიც იხილა — "როსონერის" მხრიდან ტეო ერნანდესმა და ტამი აბრაჰამმა ვერ შეძლეს გოლების გატანა, ორივე მათგანს დავიდ დე ხეამ აჯობა, ხოლო მაიკ მენიომ მოიზე კინს აუღო პენალტი.
ფიორენტინამ მნიშვნელოვანი 3 ქულა მოიპოვა და ცხრილში მე-11 პოზიციამდე აღზევდა, მილანმა ამ სეზონში კი უკვე მეორე მატჩი წააგო.
იხილეთ მატჩის მიმოხილვა:
იხილეთ ჩვენი პოდკასტის მორიგი ეპიზოდი









