ჩემპიონთა ლიგაზე, ჩელსისთან განცდილი მძიმე მარცხისა და მიღებული წითელი ბარათის შემდეგ, რონალდ არაუხოს როგორც ფიზიკური, ისე ფსიქოლოგიური პრობლემები აწუხებს. ინფორმაციას ბარსელონასთან დაახლოებული წყაროები ადასტურებენ — მათი ინფორმაციით, ურუგვაელ მცველს გუნდთან ერთად უკვე ორი დღეა, რაც არ უვარჯიშია და პირველადი ინფორმაციით, რამდენიმე კვირას კიდევ იუქმებს.
შეგახსენებთ, რონალდ არაუხომ ჩელსისთან მატჩში ორი ყვითელი ბარათი მიიღო და მოედანი ნაადრევად დატოვა. შეხვედრა საბოლოო ჯამში ლონდონელთა გამარჯვებით, 3-0 დასრულდა.
რონალდ არაუხოს ანგარიშზე ამ სეზონში 15 ჩატარებული მატჩი და 2 გატანილი გოლია.









