უეფას ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონის მე-7 ტურში, ლივერპულმა საკუთარ მოედანზე ლილი მიიღო და მეტოქე 2:1 დაამარცხა.
აღნიშნული გამარჯვება მერსისაიდული კლუბის თავკაცისთვის ისტორიული გამოდგა — არნე სლოტი ჰანსი ფლიკის შემდეგ მეორე სპეციალისტია, რომელმაც ერთ კლუბთან ერთად ჩემპიონთა ლიგის საწყისი 7 მატჩი მოიგო. ფლიკმა მსგავსი შედეგი ბაიერნთან ერთად დააფიქსირა.
7 ტურის შემდეგ, ლივერპულს 21 ქულა აქვს, პირველ ადგილზე იმყოფება და 1/8-ფინალური ეტაპის საგზური განაღდებული აქვს. არნე სლოტის გუნდი მომდევნო მატჩში გასვლაზე პსვ-ს დაუპირისპირდება, რომელიც ამ დროისთვის, 11 ქულით, მე-16 პოზიციას იკავებს.
ფლიკის რეკორდი გაიმეორა — სლოტი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში შევიდა









