ლა ლიგის მეოთხე ტურში ბარსელონამ საკუთარ კედლებში ვალენსია 6:0 გაანადგურა. დუბლი გაიფორმეს რობერტ ლევანდოვსკიმ, რაფინიამ და ფერმინ ლოპესმა. კატალონიელები აგრძელებენ თავის წარმატებულ სვლას და პრიმერა დივიზიონის 4 ტურის შემდეგ, 10 ქულით მე-2 პოზიციაზე არიან.
ლიდერობას კი 12 ქულით ინარჩუნებს მადრიდის რეალი, რომელსაც ამ მომენტისთვის 100%-იანი შედეგი აქვს. "ბლაუგრანას" შემდეგი მოწინააღმდეგე იქნება ხეტაფე, იქამდე კი ნიუკასლი, ჩემპიონთა ლიგაზე.
ბარსელონა 6:0 ვალენსია
გოლები: 1:0 ფერმინ ლოპესი 29', 2:0 რაფინია 53', 3:0 ფერმინ ლოპესი 56', 4:0 რაფინია 66', 5:0 რობერტ ლევანდოვსკი 76', 6:0 რობერტ ლევანდოვსკი 86'.









