მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, რეალი ფლანგების გაძლიერებას გეგმავს და ორი მთავარი კანდიდატი უკვე შერჩეული ჰყავს.
სამეფო კლუბის ხელმძღვანელობას მარცხენა მცველის პოზიციაზე ალფონსო დევისის, ხოლო მარჯვნივ ტრენტ ალექსანდერ-არნოლდის დამატება სურს.
სამეფო კლუბის ხელმძღვანელობას მარცხენა მცველის პოზიციაზე ალფონსო დევისის, ხოლო მარჯვნივ ტრენტ ალექსანდერ-არნოლდის დამატება სურს.

გავრცელებული ინფორმაციით, რეალის პრეზიდენტს, ფლორენტინო პერესს საინტერესო გეგმა აქვს და ორივე ფეხბურთელის გაფორმებას, კილიან მბაპეს მსგავსად, უფასოდ აპირებს.
დევისსა და ალექსანდერ-არნოლდს მოქმედი კონტრაქტი ბაიერნთან და ლივერპულთან 2025 წლის 30 ივნისს ეწურება, გახანგრძლივებაზე მოლაპარაკებები ჯერჯერობით წარუმატებლად მიმდინარეობს და პერესი სწორედ შექმნილი სიტუაციის გამოყენებას შეეცდება.
FIFA-ს წესების მიხედვით, ფეხბურთელს, რომელსაც კონტრაქტი უახლოეს 6 თვეში ეწურება, ახალ კლუბთან შეთანხმება შეუძლია — სწორედ ამიტომ, 2025 წელს, რეალი ოფიციალურად დაიწყებს მოლაპარაკებებს დევისისა და ალექსანდერ-არნოლდის წარმომადგენლებთან.









