"ქალაქელების" მხრიდან ჰეტ-ტრიკი შეასრულა ფილ ფოდენმა, ერთი გოლიც როდრიმ გაიტანა. სტუმრების მხრიდან კი ჯონ დურანი იყო გამორჩეული.
ამ გამარჯვების შემდეგ, ხოსეპ გვარდიოლას გუნდი 67 ქულას აგროვებს და ლონდონის არსენალს ერთი ქულით ჩამორჩება. ლივერპულს ასევე 67 ქულა აქვს, თუმცა ამ გუნდს ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.











