ხვიჩა კვარაცხელიამ პსჟ-ს სასტარტოში დაიწყო, გიორგი მიქაუტაძე კი მოედანზე მხოლოდ მე-80 წუთზე შევიდა და თამამად შეგვიძლია იმის თქმა, რომ ლიონის თამაში შეცვალა. მატჩის დასრულების შემდეგ, ლიონის ფანებმა გუნდის მთავარი მწვრთნელის, პაულუ ფონსეკას მიმართულებით, არაერთი კრიტიკული პოსტი თუ კომენტარი გაავრცელეს:
"პაულუ ფონსეკა იგივე შეცდომას იმეორებს, რასაც პიერ საჟი. მიქაუტაძე ძალიან კარგ ფორმაშია და ბევრად მეტ სათამაშო დროს იმსახურებს."
"ვერ ვხვდები, როგორ შეიძლება მიქაუტაძის ასეთ დროს სკამზე დატოვება."
"ტრავმიდან დაბრუნებული ლაკაზეტი მოედანზე 64-ე წუთზე შუშვა, ხოლო კარგ ფორმაში მყოფი მიქაუტაძე მე-80 წუთზე? რას აკეთებს ფონსეკა?"
"მიქაუტაძე გუნდის საუკეთესო შემტევია და ასეთ პატარა სათამაშო დროს რატომ იღებს?"
"მიქაუტაძე ასეთ მოპყრობას არ იმსახურებს. მას ლიონი ძალიან უყვარს, მაგრამ კლუბი მას არასწორად ექცევა."
"მიქაუტაძე გუნდის საუკეთესო შემტევია და ასეთ პატარა სათამაშო დროს რატომ იღებს?"
"მიქაუტაძე ასეთ მოპყრობას არ იმსახურებს. მას ლიონი ძალიან უყვარს, მაგრამ კლუბი მას არასწორად ექცევა."
"ჟორჟს სასტარტოში, რომ დაეწყო, მჯერა პსჟ-სთან არ წავაგებდით."
"მადლობა მიქაუტაძეს, რომ პსჟ-სთან ბოლო წუთამდე ბრძოლაში დავრჩით."










