ჩემპიონთა ლიგის მე-4 ტურში, მოქმედმა ჩემპიონმა, მადრიდის რეალმა, მილანს უმასპინძლა და 1:3 დამარცხდა. მატჩის შემდეგ, როსონერის მთავარმა მწვრთნელმა, პაულო ფონსეკამ კომენტარი გააკეთა.
"ვფიქრობ, სამართლიანია იმის აღნიშვნა, რომ შიშის გარეშე და გაბედულად ვეთამაშეთ მსოფლიოში საუკეთესო გუნდს გასვლაზე, რაც არ არის მარტივი. განსაკუთრებით მინდა გამოვყო პირველი ტაიმი, სადაც ბოლომდე გამოვავლინეთ ხასიათი და საოცარი თამაში ვაჩვენეთ."
"მეორე ტაიმში შედარებით გაგვიჭირდა, რადგან რეალი მაღალი პრესინგით ცდილობდა უპირატესობის მოპოვებას, თუმცა, მესამე გოლის გატანა მოვახერხეთ და საბოლოოდ გავიმარჯვეთ. ბედნიერი ვარ, რომ სამი გოლი გავიტანეთ და რაც მთავარია, პოზიციურად სწორად ვითამაშეთ."
"ფაქტია, რომ ჩვენ მეტოქის შეცდომები კარგად გამოვიყენეთ როგორც პოზიციურ, ასევე ინდივიდუალურ დონეზე. ვგრძნობდით მატჩის მიმდინარეობას და ტემპს ვაკონტროლებდით. კიდევ ერთხელ მინდა გამოვყო პირველი ტაიმი, რომელიც იდეალურთან ძალიან ახლოს იყო და კმაყოფილი ვარ ჩემი ფეხბურთელებით" — პაულო ფონსეკა.