მოქმედმა ჩემპიონმა უსწრაფესი წრე 1:04.314 წუთში გაიარა და კარიერაში მე-40 პოულ პოზიცია დაიკავა. მეორე ადგილზე მაკლარენის ბრიტანელი მრბოლელი, ლანდო ნორისი გავიდა, ხოლო რბოლას მესამე პოზიციიდან ჯორჯ რასელი დაიწყებს.
2024 წლის ფორმულა 1-ის სეზონის რიგით მე-11 გრან პრის რბოლა ხვალ, თბილისის დროით 17:00 საათზე აიღებს სტარტს.











