ფორმულა 1-ის 2025 წლის სეზონის მე-17 გრან პრის აზერბაიჯანის დედაქალაქმა ბაქომ უმასპინძლა, სადაც გამარჯვება მოქმედმა ჩემპიონმა, მაქს ვერსტაპენმა მოიპოვა.
27 წლის ნიდერლანდელმა მრბოლელმა კვალიფიკაციაზე პირველი ადგილი დაიკავა და რბოლა პოულიდან დაიწყო, პირველობა ბოლომდე შეინარჩუნა და 2025 წლის სეზონში მე-4 გრან პრის გამარჯვებული გახდა.
ბაქოს გრან პრიზე მეორე ადგილი მერსედესის ბრიტანელმა პილოტმა, ჯორჯ რასელმა დაიკავა, ხოლო მესამე პოზიციაზე უილიამსის ესპანელი მრბოლელი, კარლოს საინსი გავიდა. წლევანდელი ჩემპიონატის ლიდერი, ოსკარ პიასტრი რბოლის სტარტზევე დამცავ ჯებირებს შეეჯახა და ასპარეზობა ქულები გარეშე დაასრულა.
ბაქოს გრან პრი, TOP 10
ფორმულა 1-ის 2025 წლის სეზონის მომდევნო, რიგით მე-18 რბოლა სინგაპურში ჩატარდება — კვალიფიკაცია 4 ოქტომბერს გაიმართება, ხოლო რბოლის გამარჯვებული ტრადიციულად კვირას, 5 ოქტომბერს გამოვლინდება.









