2025 წლის რიგით მე-16 გრან პრის იტალიამ, კერძოდ მონცას საერთაშორისო ავტოდრომმა უმასპინძლა და გამარჯვებული მაქს ვერტაპენი გახდა.
მოქმედმა ჩემპიონმა რედ ბულიდან რბოლა პირველი პოზიციიდან დაიწყო და გამარჯვება არავის დაუთმო. აღსანიშნავია, რომ მაქს ვერსტაპენმა კარიერაში 66-ე გრან პრი მოიგო.
იტალიის გრან პრიზე მეორე ადგილი მაკლარენის ბრიტანელმა პილოტმა, ლანდო ნორისმა დაიკავა, ხოლო მესამეზე მისი ავსტრალიელი თანაგუნდელი და წლევანდელი სეზონის ლიდერი, ოსკარ პიასტრი გავიდა.
ფორმულა 1-ის 2025 წლის სეზონის მომდევნო, მე-17 გრან პრის აზერბაიჯანის დედაქალაქის ბაქოს საქალაქო ტრასა უმასპინძლებს. კვალიფიკაცია 20 სექტემბერს გაიმართება, ხოლო რბოლა 21 სექტემბერს ჩატარდება.









