ფორმულა 1-ის 2025 წლის სეზონის რიგით მე-5 გრან პრი მაკლარენის ტრიუმფით დასრულდა — გამარჯვებული ოსკარ პიასტრი გახდა.
24 წლის ავსტრალიელმა მრბოლელმა სტარტი მეორე პოზიციიდან აიღო, პირველივე მოსახვევში შეძლო მაქს ვერსტაპენზე წინ შესვლა, თუმცა, ნიდერლანდელმა ტრასის ფარგლების დატოვა და პირველობა შეინარჩუნა. აღნიშნული ინციდენტის გამო, მაქსი 5 წამით დააჯარიმეს, რაც პიასტრისთვის საკმარისი აღმოჩნდა და მიმდინარე სეზონში უკვე მესამე რბოლა მოიგო.
მეორე ადგილზე რედ ბულის მოქმედი ჩემპიონი, მაქს ვერსტაპენი გავიდა, ხოლო მესამე პოზიცია ფერარის მონეგასკმა პილოტმა, შარლ ლეკლერმა დაიკავა. აღსანიშნავია, რომ შარლმა საშუალო ტიპის საბურავებით უჩვეულოდ დიდი ხნის განმავლობაში იარა და სწორედ მის ხარჯზე მოუპოვა იტალიურ გუნდს 2025 წელს პირველი პოდიუმი.
საუდის არაბეთის გრან პრის საუკეთესო ათეული
საუდის არაბეთის გრან პრის შემდეგ, ორკვირიანი დასვენება გამოცხადდება და სამეფო რბოლები ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტზე, კერძოდ აშშ-ში დაბრუნდება — მაიამის გრან პრი 4 მაისს ჩატარდება.
ჩატარებული 5 გრან პრის შემდეგ კი სატურნირო ცხრილს 99 ქულით ოსკარ პიასტრი ლიდერობს და მეორე ადგილზე მყოფ თანაგუნდელს, ლანდო ნორისს 10 ქულით უსწრებს, მაქს ვერსტაპენს კი 87 ქულით აქვს და მე-3 პოზიციაზე იმყოფება.
სატურნირო მდგომარეობა 5 გრან პრის შემდეგ, TOP 10
| მრბოლელი | გუნდი | ქულა |
| ოსკარ პიასტრი | მაკლარენი | 99 |
| ლანდო ნორისი | მაკლარენი | 89 |
| მაქს ვერსტაპენი | რედ ბული | 87 |
| ჯორჯ რასელი | მერსედესი | 73 |
| შარლ ლეკლერი | ფერარი | 47 |
| კიმი ანტონელი | მერსედესი | 38 |
| ლუის ჰამილტონი | ფერარი | 31 |
| ალექსანდერ ალბონი | უილიამსი | 20 |
| ესტებან ოკონი | ჰაასი | 14 |
| ლანს სტროლი | ასტონ მარტინი | 10 |









