ფორმულა 1-ის 2025 წლის სეზონის მე-18 გრან პრის სინგაპურის საქალაქო ტრასამ უმასპინძლა, სადაც გამარჯვება ჯორჯ რასელმა მოიპოვა.
მერსედესის ბრიტანელმა პილოტმა სტარტი პოულიდან აიღო, პოზიციები შეინარჩუნა და ფორმულა 1-ის კარიერაში მე-5 გამარჯვება გაიფორმა.
სინგაპურის გრან პრიზე მეორე ადგილი მოქმედმა ჩემპიონმა, მაქს ვერსტაპენმა დაიკავა, ხოლო მესამეზე მაკლარენის ბრიტანელი მრბოლელი, ლანდო ნორისი გავიდა.
აღნიშნულ გრან პრიზე მოპოვებული ქულების შემდეგ, მაკლარენი 2025 წლის კონსტრუქტორთა თასის გამარჯვებული ოფიციალურად გახდა — ბრიტანულ გუნდს 650 ქულა აქვს და დარჩენილ 6 რბოლაში ვერავინ დაეწევა.
2025 წლის ფორმულა 1-ის შემდეგი, რიგით მე-19 გრან პრი აშშ-ში, ამერიკის ავტოდრომზე 19 ოქტომბერს გაიმართება.









