უოტფორდის ბანაკიდან ახალი ინფორმაცია ვრცელდება — გიორგი ჩაკვეტაძემ გუნდთან ერთად ვარჯიში განაახლა! ქართველმა ფეხბურთელმა დიდხნიანი პაუზის შემდეგ ბურთით ვარჯიში დაიწყო, რაც იმას ნიშნავს, რომ 26 წლის ნახევარმცველი თამაშს მალე შეძლებს.
შეგახსენებთ, გიორგი ჩაკვეტაძემ ბოლოს 5 აპრილს, ბრისტოლის წინააღმდეგ ითამაშა. მას შემდეგ ქართველი ფეხბურთელი მოედანზე არ გასულა.
უოტფორდმა ახალი სეზონი ძალიან მძიმედ დაიწყო და 12 ტურის შემდეგ, 15 ქულით, მე-14 პოზიციაზე იმყოფება. "The Hornets" მომდევნო ტურის მატჩს მიდლსბროს წინააღმდეგ ჩაატარებს. ამ შეხვედრაში გიორგი ჩაკვეტაძე წესით და რიგით განაცხადში ვერ მოხდვება, თუმცა მე-14 ტურში დიდი ალბათობით თამაშს უკვე შეძლებს.









