პოლ პოგბა შეხვდა პატრის ევრას, მას შემდეგ, რაც ყოფილმა მარცხენა მცველმა თავის მეგობარს სხვა გუნდში გადასვლა ურჩია. შეგახსენებთ, რომ ყოფილი ფრანგი განაპირა მცველის აზრით, მისი თანამემამულე შუახაზელი მარსელის ოლიმპიკში უნდა გადავიდეს. თავად დისკვალიფიცირებულ ფეხბურთელს სურს ტურინის იუვენტუსში დარჩენა, მაგრამ ეს ნაკლებად სავარაუდოა.
უკვე პრაქტიკულად გადაწყვეტილი ამბავია, რომ "ბებერი ქალბატონი" თავის ნახევარმცველს კონტრაქტს გაუწყვიტავს. მის სახელს ასევე ინტერ მაიამის უკავშირებენ. რაც შეეხება სამხრეთული კლუბის ვარიანტს, 31 წლის შუახაზელი აღნიშნული იდეით მოხიბლული არ დარჩა. მან მანჩესტერ იუნაიტედის ყოფილ განაპირა მცველთან ერთად გადაიღო სახალისო ფოტო, რითაც წერტილი დაუსვა ჭორებს "თეთრ-ლურჯებში" გადასვლის შესახებ.












