რაც შეეხება აღნიშნული გუნდის მწვრთნელს, ყოფილმა გერმანელმა ნახევარმცველმა აირჩია იუპ ჰაინკესი, რომელთან ერთადაც მან 2013 წელს ჩემპიონთა ლიგა მოიგო. ის ფაქტი, რომ "რეკორდმაისტერის" ყოფილმა შუახაზელმა მიიღო მონაწილეობა Kings League-ის გადაღებაში, სულაც არ არის დამთხვევა, რადგან ჟერარდ პიკეს მიერ დაწყებული პროექტის გერმანული ანალოგის პრეზიდენტი სწორედ ის არის.












