
ზაფხულის, რიგით 33-ე, ოლიმპიადა სტარტს 26 ივლისს აიღებს და 11 აგვისტოს დასრულდება. პარიზი ზაფხულის ოლიმპიადას მესამედ მასპინძლობს, რაც ლონდონთან ერთად, რეკორდია. საფრანგეთის დედაქალაქში პირველი ოლიმპიადა შორეულ 1900 წელს ჩატარდა, ხოლო პარიზმა მსოფლიოში ყველაზე დიდ სპორტულ ღონისძიებას 1924 წელს მეორედ უმასპინძლა.
2024 წლის პარიზის ოლიმპიადის მასკოტი (სიმბოლო) ფრიგიული ჩაჩი (რბილი კონუსური ფორმის ქუდი) იქნება, რომელიც ანტიკურ ხანაში გამოიყენებოდა. საფრანგეთში ფრიგიული ქუდი გახდა ჯერ იაკობინელების, ხოლო შემდეგ მთლიანად რევოლუციისა და თავისუფლების სიმბოლო. ორი წითელი მასკოტი ფრიგიული ქუდით პარიზის ოლიმპიადასა და პარაოლიმპიადაზე გამოხატავს თავისუფლებასა და რევოლუციას.


![[ფოტოამბავი] 2024 წლის პარიზის ოლიმპიადის მედლები წარადგინეს](/_next/image?url=https%3A%2F%2Flagazzetta-uploads.s3.us-east-1.amazonaws.com%2Fuploads%2Fposts%2FHKrNoPfwCiD2tZjjwPTC0CnkbkbHcFXq.webp&w=3840&q=75)







