ტურინის იუვენტუსმა გამოუშვა სპეციალური მაისური, რომელიც ალესანდრო დელ პიეროს მიუძღვნა. გრაფიკა რენესანსის ეპოქის სტილში და უამრავი რეფერენსი იტალიელი ექს-ფორვარდის მისამართით. მაისურზე წინ გამოსახულია თავად ლეგენდარული შემტევი, უკანა მხარეს კი "ბიანკონერის" კაპიტნის საფირმო 10 ნომერი ამშვენებს.
ალიანს სთეიდიუმის ბინადრებმა ჩაატარეს ორიგინალური ფოტოსესიაც, რომელშიც თავად იტალიის ნაკრების თავდამსხმელის გარდა, მონაწილეობა ქენან ილდიზმაც მიიღო. შეგახსენებთ, რომ იუვეს ამჟამინდელი 10 ნომერი სწორედ ახალგაზრდა ფორვარდი არის.









