სერია ა-ს მე-18 ტურში ტურინის იუვენტუსმა საკუთარ კედლებში მიიღო ლეჩე, რომელთანაც ითამაშა ფრე, ანგარიშით 1:1. მასპინძლები 49-ე წუთამდე აგებდნენ, მაგრამ წონასწორობის აღდგენა უესტონ მაკენიმ შეძლო. მეორე ნახევრის შუაში "ბიანკონერის" სასარგებლოდ დაინიშნა 11-მეტრიანიც, თუმცა მისი გამოყენება ჯონათან დევიდმა ვერ მოახერხა.
ლუჩანო სპალეტის გუნდი კარგავს ორ ქულას, რითაც ნაპოლისა და რომას გადასწრების შანსს ხელიდან უშვებს. შეგახსენებთ იმასაც, რომ დღევანდელ შეხვედრამდე, ალიანს სთეიდიუმის ბინადრებს ზედიზედ 4-თამაშიანი მოგებათა სერია ჰქონდათ.
იუვენტუსი 1:1 ლეჩე
გოლები: 0:1 ლამეკ ბანდა 45+1', 1:1 უესტონ მაკენი 49'.









