ანგარიში კილიან მბაპემ დებიუტშივე, მე-15 წუთზე, გახსნა და სამეფო კლუბი დააწინაურა. 58-ე წუთზე კი ანტე ბუდიმირმა გაათანაბრა და ოსასუნამ 1 ქულა მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ 39-ე წუთზე მსაჯმა ჯუდ ბელინგემი გააძევა და რეალი 10 კაცით დარჩა.
რეალმა ესპანეთის ლა ლიგაში ზედიზედ მესამე მატჩში დაკარგა ქულები და 24 ტურის შემდეგ, 51 ქულით სატურნირო ცხრილს ლიდერობს, თუმცა, ატლეტიკოს მხოლოდ 2 ქულით უსწრებს. მომდევნო შეხვედრაში კარლო ანჩელოტის გუნდი სანტიაგო ბერნაბეუზე ჟირონას უმასპინძლებს.









