სერია ა-ს 30-ე ტურში მილანის ინტერი ესტუმრა ფლორენციის ფიორენტინას, რომელთანაც ითამაშა ფრე, 1:1. ანგარიში გახსნეს სტუმრებმა, თანაც პირველივე წუთზე, ფრანჩსკო პიო ესპოზიტოს გატანილი ბურთით, მაგრამ შეხვედრის მიწურულს "ვიოლასთვის" ქულის გადარჩენა შერ ნდურმა შეძლო.
ქულების დაკარგვის მიუხედავად, "ნერაძური" რჩება პირველ ადგილზე, თუმცა უახლოეს მდევართან, თანაქალაქელ მილანთან სხვაობა ექვს ქულამდე მცირდება. ჯუზეპე მეაცას ბინადრების შემდეგი მოწინააღმდეგეები რომა და კომო იქნებიან.
ფიორენტინა 1:1 ინტერი
გოლები: 0:1 ფრანჩესკო პიო ესპოზიტო 1', 1:1 შერ ნდური 77'.









