შეხვედრის მეორე ნახევარში უპირატესობას ფლობდნენ მასპინძლები, თუმცა ანგარიში უცვლელი დარჩა. პირველად ამ სეზონში, ბავარიელებმა ქულები დაკარგეს, მაგრამ ამის მიუხედავად, 1-ელ პოზიციაზე დარჩენა მაინც შეძლეს. ალიანც არენას ბინადრებს აქვთ 13 ქულა, 3 ქულით ნაკლები აქვთ "შავ-წითლებს", რომლებიც ამ დროისთვის მე-3 პოზიციაზე არიან.
Bundesliga
ფრე კომპანისა და ალონსოს შორის - პირველად ამ სეზონში ბაიერნმა ქულები დაკარგა

ბუნდესლიგის მეხუთე ტურის ცენტრალურ შეხვედრაში მიუნხენის ბაიერნმა მიიღო ლევერკუზენის ბაიერი, რომელთანაც ითამაშა ფრე, 1:1. ანგარიში გახსნეს "ფარმაცევტებმა" რობერტ ანდრიხის ბურთის შემდეგ, მაგრამ ზუსტად 8 წუთში, "რეკორდმაისტერმა", ალექსანდარ პავლოვიჩის გოლით, წონასწორობის აღდგენა შეძლო.










