21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს ნაკრებმა ლატვიის ეროვნულ გუნდთან ითამაშა ფრე, 1:1. ჩვენი ნაკრებისთვის შეხვედრა დაიწყო წარუმატებლად: პირველი ნახევრის მიწურულს უხეში თამაშის გამო მოედნიდან გააძევეს გიორგი გვასალია, მე-2 ტაიმის დასაწყისში კი ბალტიისპირელებმა გოლი გაიტანეს.
"ჯვაროსნები" მთელი მეორე ტაიმის განმავლობაში თამაშობდნენ უმცირესობაში, თუმცა ქულის გადარჩენა მაინც მოახერხეს - მატჩის მიწურულს მაქსიმას შემეშკომ ავტოგოლი გაიტანა. რამაზ სვანაძის გუნდი ჯგუფში აგროვებს 6 ქულას და პლეიოფში გასვლის შანსს ინარჩუნებს.
საქართველო U21 1:1 ლატვია U21
გოლები: 0:1 მარკუს შტროდსი 53', 1:1 მაქსიმას შემეშკო (ავტოგოლი) 85'.









