ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალური ეტაპის პირველ მატჩში, ატლეტიკომ მადრიდში არსენალს უმასპინძლა — მატჩი ფრედ, 1-1 დასრულდა.
შეხვედრის ანგარიში პირველი ტაიმი მიწურულს, 44-ე წუთზე თერთმემეტრიანიდან იოკერეშმა გახსნა და არსენალი დააწინაურა. მეორე ნახევრის სტარტზე, 56-ე წუთზე, ასევე თერთმემეტრიანი ნიშნულიდან ალვარესმა გაათანაბრა და საბოლოო ანგარიში, 1-1 დააფიქსირა.
ატლეტიკო 1-1 არსენალი
გოლები: 0-1 იოკერეში (44'), 1-1 ალვარესი (56')
გუნდების განმეორებითი დაპირისპირება 5 მაისს, ლონდონში გაიმართება და ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალში გასული გუნდის ვინაობა გაირკვევა.









