ესპანეთის ლა ლიგის მიმდინარე სეზონის მესამე ტურში, მოქმედი ჩემპიონი, ბარსელონა რაიო ვალეკანოს ესტუმრა და ფრეს დასჯერდა.
შეხვედრის ანგარიში მე-40 წუთზე თერთმეტმეტრიანი დარტყმით კატალონიელთა ვარსკვლავმა, იამალმა გახსნა, ხოლო 67-ე წუთზე პერესმა გაათანაბრა და საბოლოო ანგარიში, 1-1 დააფიქსირა.
რაიო ვალეკანო 1-1 ბარსელონა
გოლები: 0-1 იამალი (40'), 1-1 პერესი (67')
სამი მატჩის შემდეგ, ბარსელონას 7 ქულა აქვს და ლიდერებს, რეალს და ბილბაოს ორი ქულით ჩამორჩება. ჰანსი ფლიკის გუნდი მომდევნო ტურში საკუთარ კედლებში ვალენსიას უმასპინძლებს.









