ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის ფარგლებში დორტმუნდის ბორუსია ესტუმრა პსვ ეინდჰოვენს, რომელთანაც ითამაშა ფრე, 1:1. ანგარიში გახსნეს ვესტფალიელებმა, დონიელ მალენის ბურთით 24-ე წუთზე.
წონასწორობის აღდგენა მეორე ტაიმის 56-ე წუთზე შეძლო ლიუკ დე იონგმა, რომელმაც "შავ-ყვითლების" კარში ზუსტად თერთმეტმეტრიანი შეასრულა.
მაყურებელმა საერთო ჯამში იხილა თანაბარი ბრძოლა, რომელმაც ბევრი კითხვა დატოვა. განმეორებითი შეხვედრა გაიმართება 13 მარტს, ჩვენი დროით 23:55 საათზე.