შეხვედრის ორივე გოლი პირველ ტაიმში გავიდა — ანგარიში ვირცმა 24-ე წუთზე გახსნა და სტუმრები დააწინაურა, ხოლო 39-ე წუთზე ლის-მელომ გაათანაბრა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
სამი მატჩის შემდეგ, ბრესტ და ლევერკუზენს 7-7 ქულა აქვთ და მე-3 და მე-4 ადგილს იყოფენ. მომდევნო ტურში ფრანგები სპარტას პრაღაში ესტუმრებიან, ხოლო გერმანელები ლივერპულს დაუპირისპირდებიან.
დღევანდელი სათამაშო დღის მეორე ადრეულ მატჩში ატალანტამ სელტიკი მიიღო და აღნიშნული შეხვედრა უგოლოდ, 0-0 დასრულდა.









