შეხვედრის ანგარიში მასპინძლებმა დებიუტშივე გახსნეს. მე-8 წუთზე თავი კრის ვუდმა გამოიჩინა და პირველი ტაიმი ნოტინგემმა მინიმალური სხვაობით მოიგო.
შესვენების შემდეგ, უპირატესობას სტუმრების ხელში გადავიდა, 66-ე წუთზე დიოგო ჟოტამ გაათანაბრა და საბოლოო ანგარიში, 1-1 დააფიქსირა. 21 ტურის შემდეგ, ლივერპული სატურნირო ცხრილს 47 ქულით ლიდერობს, თუმცა, 1 თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული. ნოტინგემ ფორესტი კი 41 ქულით მეორე პოზიციას იკავებს.









