მიუხედავად იმისა, რომ თამაში ინტერის უპირატესობით დაიწყო, მატჩში ანგარიში ნეაპოლელებმა გახსნეს. 23-ე წუთზე თავი მაკტომინაიმ გამოიჩინა.
ტაიმის მიწურულს ულამაზესი დარტყმით ჩალჰაბოგლუმ ანგარიში გაათანაბრა და მეორე ტაიმი კიდევ უფრო საინტერესო გახადა. მეორე ნახევარში თურქმა ფეხბურთელმა პენალტი გააფუჭა. საბოლოოდ, მატჩი 1:1 დასრულდა
ძირითად შემადგენლობაში იყო ნაპოლის ქართველი შემტევი ხვიჩა კვარაცხელია, რომელმაც 90 წუთი ითამაშა და 7.5 შეფასება მიიღო.
12 ტურის შემდეგ, ნაპოლის 26 ქულა აქვს და კვლავ სატურნირო ცხრილის ლიდერია, ინტერს კი 25 ქულა აქვს.









