იტალიის სერია ა-ს 30-ე ტურში, ტურინის იუვენტუსმა სასუოლოს უმასპინძლა და მნიშვნელოვანი ორი ქულა დაკარგა.
შეხვედრის ანგარიში მასპინძლებმა მე-14 წუთზე გახსნეს — თავი ილდისმა გამოიჩინა. მეორე ტაიმის სტარტზე, 52-ე წუთზე პინამონტიმ გაათანაბრა და საბოლოო ანგარიში, 1-1 დააფიქსირა.
იუვენტუსი 1-1 სასუოლო
გოლები: 1-0 ილდისი (14'), 1-1 პინამონტი (52')
დღევანდელი მატჩის შემდეგ, იუვენტუსს 54 ქულა აქვს და მე-5 ადგილზე იმყოფება. ბიანკონერი მომდევნო ტურში ჯენოას უმასპინძლებს.









