უეფას სადისციპლინო კომიტეტმა ჩემპიონთა ლიგის ფინალში მომხდარი ინციდენტების გამო პსჟ დასაჯა და ფულადი ჯარიმები დააკისრა.
მოგეხსენებათ, ალიანს არენაზე გამართული მატჩი პსჟ-სა და ინტერს შორის, პარიზელთა გამარჯვებით 5:0 დასრულდა.
უეფამ ჩემპიონი გუნდი 100 ათასი ევროთი დააჯარიმა იმის გამო, რომ მატჩის შემდეგ გულშემატკივრები სტადიონზე შევარდნენ. ამ ფაქტის განმეორების შემთხვევაში, პსჟ ერთი მატჩის უმაყურებლოდ ჩატარებით დაისჯება.
30 ათასი ევროს ოდენობის ჯარიმა დაეკისრათ საგნების სროლისთვის, 10 ათასი ევრო პოლიტიკური ბანერების გამოფენისთვის, ხოლო 8 ათასი ევრო ვანდალიზმისთვის.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, დიდი იყო ალბათობა, ამ ფაქტების გამო პსჟ უმაყურებლოდ თამაშით დაესაჯათ, თუმცა ამჯერად, გაფრთხილებით შემოიფარგლნენ.









