დღეს საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა 2026 წლის ევროპის ჩემპიონატზე ჯგუფური ეტაპის დასკვნითი მატჩი გამარტა. ჩვენი გუნდი ლიეტუვის ქალაქ კაუნასში, ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტს საფრანგეტს დაუპირისპირდა.
მპირველ ტაიმი ფრანგებმა 2-0 მოიგეს, მეორე ნახევარში, ნიკოლოზ გაბრიჩიძის გოლით ქართველებმა სხვაობა შეამცირეს, 1-2, ფრანგებმა კიდევ ერთი გოლის გატანა შეძლეს და საბოლოოდ, 1-3 გაიმარჯვეს.
აღსანიშნავია, საქართველოს ნაკრების მეკარის, ალი ასლანის თამაში, რომელმაც არაერთხელ იხსნა ჩვენი გუნდის კარი.
შეგახსენებთ, ევრო 2026-ზე პირველი მატჩი ჩვენმა გუნდმა ლატვიასთან წააგო, მეორე შეხვედრა კი ხორვატიასთან ფრედ ითამაშა. საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ევროპირველობაზე ზედიზედ მეორედ იასპარეზა.
ფოტო: საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია









