ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე გაიმართა საინტერესო და დრამატული დაპირისპირება ყაზახურ კაირათსა და სლოვან ბრატისლავას შორის.
მოგეხსენებათ, კაირათში ორი ქართველი ფეხბურთელი - ლუკა გადრანი და გიორგი ზარია თამაშობს, სლოვანში კი გურამ კაშია. ხოლო ამ გუნდის თავკაცი საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი ვლადიმირ ვაისია.
ამ დაძაბულ მატჩში გამარჯვება კაირათს დარჩა (1:0). ერთადერთი გოლი პენალტით 16 წლის სატპაევმა გაიტანა, ბოლო წუთზე კაირათს გოლი თამაშგარის გამო გაუუქმეს.
ვლადიმირ ვაისი მსაჯის გადაწყვეტილებებით უკმაყოფილო იყო და სიტყვიეღი შეურაცხყოფბა მიაყენა, რის გამოც მოედნიდან გააძევეს.
გიორგი ზარია დისკვალიფიცირებული იყო, გადრანი სათადარიგოთა სკამზე იჯდა, გურამ კაშია კი სლოვანის რიგებში ძირითად შემადგენლობაში თამაშობდა.









