ყველაზე დიდ ინტერესს ბათუმში გასამართი მატჩი იწვევს, სადაც ერთმანეთს დინამო ბათუმი და დინამო თბილისი დაუპირისპირდებიან. ორივე გუნდი ამ მატჩს კარგი განწყობით ხვდება - ბათუმმა ტორპედოს მოუგო, თბილისმა კი გარეჯს.
აღსანიშნავია, რომ ორივე გუნდს 8-8 ქულა აქვთ და სატურნირო ცხრილში შექმნილი დაძაბულობა ამ მატჩს კიდევ უფრო დიდ ინტესს სენს.
საინტერესო იქნება სამგურალისა და კოლხეთის მატჩიც. მიმდინარე სეზონში ფოთელებს ქულა კი არა, ჯერ გოლიც არ აქვთ გატანილი და ნავსის გატეხვას წყალტუბოში შეეცდებიან.
გორის დილა საკუთარ მოედანზე კიდევ ერთი დამაჯერებელი გამარჯვების მოპოვებას შეეცდება, ამჯერად, მათი მეტოქე გარეჯი იქნება.
ეროვნული ლიგა I ტური
1 აპრილი
დინამო ბათუმი - დინამო თბილისი 19:00
სამგურალი - კოლხეთი 20:00
დილა - გარეჯი 21:00









