ლისაბონის სპორტინგის მთავარმა მწვრთნელმა, რუი ბორჟესმა გიორგი ქოჩორაშვილის შესახებ ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ 8 აგვისტოს პორტუგალიის ჩემპიონატის პირველი ტურის ფარგლებში "ლომები" კასა პიას ესტუმრებიან. ჯერჯერობით უცნობია, ითამაშებს თუ არა ქართველი შუახაზელი ძირითად შემადგენლობაში.
"მზად არის თუ არა ქოჩორაშვილი პირველივე წუთიდან სათამაშოდ? სპორტინგში გადმოსვლამდე, მას ძალიან რთული სეზონი ჰქონდა. გიორგი ლისაბონში გადმოვიდა ფიზიკურად გადაღლილი და საწყის ეტაპზე ჩავთვალეთ საჭიროდ, რომ მასთან მიმართებაში სიფრთხილე გამოგვეჩინა.
გადაღლილობის მიუხედავად, ქართველი ნახევარმცველის ჯანმრთელობის მდგომარეობის მიმართებაში პოზიტიურად ვართ განწყობილები. ვნახოთ, რა იქნება, ლევანტეს ყოფილი შუახაზელი და სუარესი თავის შანსს უნდა დაელოდონ."









