ენცო მარესკას გუნდიდან წავლის შემდეგ, ლონდონის ჩელსი ახალ წელს ახალი მწვრთნელიც შეხვდება.
უკვე გადაწყვეტილია, რომ ლონდონელების ახალი თავკაცი ლიამ როსენიორი იქნება, რომელმაც ჩელსიში მისვლა თავად დაადასტურა.
"მოხარული ვარ, რომ ჩელსის მთავარი მწვრთნელი ვიქნები, ჩელსი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი კლუბია", - განაცხადა როსენიორიმ.
41 წლის ინგლისელი სპეციალისტი ბოლოს სტრასბურგის მთავარი მწვრთნელი იყო, იქამდე კი ჰალს ხელმძღვანელობდა.
რაც შეეხება ჩელსის, არისტოკრატებს 20 ტურის შემდეგ 31 ქულა აქვთ და პრემიერ ლიგის ცხრილში მე-5 პოზიციას იკავებენ.









