დადასტურებულად — იგორ ტუდორი იუვენტუსის მთავარი მწვრთნელი აღარ არის! იტალიურმა კლუბმა 47 წლის ხორვატი სპეციალისტი გუნდიდან რამდენიმე წუთის წინ გაუშვა. იუვენტუსში ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც გუნდმა ახალი სეზონი ძალიან მძიმედ დაიწყო.
იგორ ტუდორმა იუვენტუსი 2025 წლის 23 მარტს ჩაიბარა, მისი ხელმძღვანელობით კი გუნდმა 24 მატჩი ჩაატარა, საიდანაც 10 მოიგო, 8 ფრედ დაასრულა, ხოლო 6-ჯერ დამარცხდა.
როგორც ჩანს, ტურინულ კლუბში ხორვატის მუშაობით უკმაყოფილოები იყვნენ და მისი გაშვების გადაწყვეტილება მიიღეს. იუვენტუსი იგორ ტუდორის შემცვლელს მალე შეარჩევს.









