"ეს ალბათ ერთ-ერთი საუკეთესო მომენტია მას მერე, რაც ბარსელონას მწვრთნელის პოსტი ჩავიბარე. ძალიან ბედნიერი ვარ, ბიჭები ამ გამარჯვებას იმსახურებდნენ. ახლა ვიმედოვნებთ, რომ ნახევარფინალშიც გავალთ."
"თქვენ ყოველი მატჩის შემდეგ მეკითხებით, არის თუ არა შანსი, რომ რამე შეიცვალოს და გუნდში დავრჩე? - არა, არა, გადაწყვეტილება საბოლოოა. ჩემპიონთა ლიგა რომც მოვიგოთ, ზაფხულში გუნდს აუცილებლად დავტოვებ. ჩემი მომავალი არ შეიცვლება, გადაწყვეტილება საბოლოოა. ბარსაში ცვლილებების დროა. მე კლუბი მიყვარს, მაგრამ ეს ნაბიჯი უნდა გადამედგა. მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგას ერთი რიგითი გულშემატკივრის სტატუსით ვუყურებ."











