LaGazzetta.ge-ს ინფორმაციით, ოქრიაშვილის ახალი კლუბი ცნობილია და ახალი სეზონიდან გაგრაში ითამაშებს.
ოქრიაშვილისთვის გაგრა უცხო კლუბი არ არის. ის სწორედ გაგრას აღზრდილია და ამ კლუბში 2 წლის წინაც თამაშობდა.
შეგახსენებთ, რომ ოქრიაშვილს საქართველოს ნაკრებში 50 შეხვედრა აქვს ჩატარებული და 13 გოლი აქვს გატანილი.
გაგრა ახალი სეზონისთვის თითქმის სრულად დაკომპლექტდა. ოქრიაშვილის გარდა, გუნდმა კიდევ 6 ფეხბურთელი დაიმატა. ეროვნული ლიგის პირველ შეხვედრას გუნდი 1 მარტს, ტორპედოს წინააღმდეგ გამართავს.










