ბოლო პერიოდში, აქტიურად იწერება, რომ პსჟ-ს პორტუგალიელი ნახევარმცველი ვიტინია ზაფხულში მადრიდის რეალს შეუერთდება.
ამასთან დაკავშირებით კომენტარი თავად ფეხბურთელმა გააკეთა და ინფორმაცია უარჰყო.
"გადავალ თუ არა ზაფხულში რეალში? - ამას არ ვაპირებ, რადან პსჟ-ში თავს ძალიან კარგად ვგრძნობ, აქ ყოფნით ბედნიერი ვარ.
ჩვენ გვყავს ფანტასტიური გუნდი, მწვრთნელი და გულშემატკივრები, რომელთაგანაც დიდ სიყვარულს და დაფასებას ვგრძნობ.
საუდის არაბეთში წასვლა? - ნუ ვიქნებით გულუბრყვილოები. ეს არის შეთავაზება, რომელიც დიდ თანხებთანაა დაკავშირებული, თუმცა მატერიალური მხარე არ მაინტერესებს", - განაცხადა ვიტინიამ.









